LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ნარკოლოგიური შემოწმება ყველამ გაიარა და ნებისმიერ დროს მზად ვართ“

142
გია ვოლსკი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის მიერ „ქართული ოცნებისადმი“ მოწოდებას, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, ნარკოშემოწმება თავად გაიარონ და შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ“, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეხმაურება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან აღნიშნა, ნარკოლოგიური შემოწმება ყველამ გაიარა და ამისთვის ნებისმიერ დროს მზად არიან.

„ნებისმიერ დროს [მზად ვარ]… გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ბუაძეს

„ძლიერი საქართველო“ თუ „საშუალოდ ძლიერი საქართველო“, ეს რაღაც ბედოვლათების გუნდი ამას იმიტომ ითხოვს, რომ მისმა მედიასაშუალებამ ასეთი სულელური შეკითხვა დასვას. რასაკვირველია, ყველა მზად არის, მაგრამ თვითონ თემა რომ წარმოიშვება: „აბა თუ ისინი მზად არიან“, „იქნებ ისინი ნარკოტიკებს იყენებენ“ – ეს არის მთავარი ამოცანა და პრობლემიდან ყურადღების გადატანა ამ რაღაცნაირ უბადრუკ შემოძახილზე“, – თქვა ვოლსკიმ.

ოპოზიციის წარმომადგენლებზე საუბრის დროს გია ვოლსკიმ ასევე თქვა, რომ „ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებულ ადამიანთა ფაფხური და უნიათო ღლიცინი ზიზღის გრძნობას წარმოშობს“.

„შემოვიდნენ პარლამენტში, რა აზრიც გააჩნიათ, თუ უნდათ ყოველკვირა ჩაატარონ ნარკოტესტი, დასვან ეს საკითხი, თუ ადეკვატური იქნება.

ვეღარ შემოვლენ [პარლამენტში], რადგან ქვეყნის წინააღმდეგ ომში არიან ჩამდგარი და ვიღაცის დავალებას ასრულებენ. ეს უბადრუკი მარიონეტები რაღაც სისულელეს ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით უნდათ, რომ დღის წესრიგი გადაეწყოს. თუ საჭიროა პარლამენტის გარედან შემოიტანოს წინადადება მოქალაქე ხაზარაძემ, რომ კანონის კონკრეტულ მუხლში შევიდეს ცვლილება, მაგრამ თითქოს პარლამენტს არ ცნობენ და რაღაცას თამაშობენ.

ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებულ ადამიანთა ასეთი ფაფხური და უნიათო ღლიცინი ზიზღის გრძნობას წარმოშობს. ქვეყანა უნდა დააზიანონ და სულელურ შეკითხვებს სვამენ. ამასთან დაკავშირებით ჯობია, პირდაპირ დაასახელონ, იქნებ კონკრეტული პიროვნებების გვარებზე აქვთ ეჭვი. ვითომ სკანდალური თემა შემოიტანეს“ – თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები.

შალვა პაპუაშვილი: „ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – არ ვიცი, ჩააბარეს თუ არა ნარკოტესტი ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g