LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკისთვის უცნობია, დარჩება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პარტიის რიგებსა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში

66

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკისთვის უცნობია, დარჩება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პარტიის რიგებსა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, “ქართულ ოცნებაში“ კვირიკაშვილის მიმართ ანტაგონიზმი არ არსებობს.

“გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრად ყრილობამ აირჩია და შესაბამისად, პოლიტსაბჭოს წევრია. რამდენად ექნება მას მუშაობაში მონაწილეობის სურვილი, ეს რასაკვირველია, მისი გადასაწყვეტია. გიორგი კვირიკაშვილის დროს ბევრი პოზიტიური რამ გაკეთდა, რაც ციფრებშიც არის ასახული. ასე რომ, მის მიმართ ანტაგონიზმი ან მისი მხრიდან გუნდის მიმართ ანტაგონიზმი არ არსებობს. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მე არ ვიცი. მან პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან წასვლის თაობაზეც თავად მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ვოსლკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები