LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიჟიაო, ფსიქიატრიულში უნდა იწვესო… რამდენი ევროპელი პოლიტიკოსი დღეს მეუბნება, „როგორ ვერ მოვუსმინეთ მიშასო“ – ვერა ქობალია

197
Untitled design (3)

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. აღნიშნულ კადრებზე გაკეთებულ განცახადებებთან დაკავშირებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

მიხეილ სააკაშვილი: „გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ”

„გიჟიაო

კლინიკაში კი არა, ფსიქიატრიულში უნდა იწვესო

მე როგორც მივხდი არაორდინარული თუ ხარ, მაშინ გიჟი ხარ.

ჩერჩილის ბიოგრაფია წაგიკითხიათ? რეიგანის? ან ლი კუან იუ-სი?

რომელი მათგანი არ იყო ისეთივე “გიჟი” როგორიც არის მიშა.

ჩემი ყურით მოსმენილი მაქვს როგორ ეკითხებოდნენ და იღებდნენ რჩევებს მისგან მაკეინი, კაჩინსკი, იუშენკო, ზელენსკი. ეგენიც ეტყობა “გიჟები” იყვნენ ან არიან.

და რამდენი ევროპელი პოლიტიკოსი დღეს მეუბნება, “როგორ ვერ მოვუსმინეთ მიშას და როგორი სწორი იყო” რუსეთთან მიმართებაში.

ისტორია სამწუხაროდ მეორდება. ალბათ სანამ ვერ ვისწავლით ჩვენივე შეცდომებს ესე წრეზე ვივლით.

in photos – Biden, Blinken, Mikheil Saakashvili“, წერს ვერა ქობალია სოციალურ ქსელში.

 

გიჟიაო

კლინიკაში კი არა, ფსიქიატრიულში უნდა იწვესო

მე როგორც მივხდი არაორდინარული თუ ხარ, მაშინ გიჟი ხარ.

ჩერჩილის…

Posted by Vera Kobalia on Thursday, 15 December 2022

 

ამავე თემაზე:

„ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, იმავეს აგრძელებს.. კადრებმა დაადასტურა, რომ არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება სრულფასოვნად“ – „ოცნება“ სააკაშვილის კადრებზე

თეა წულუკიანი: „არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც სისტემას ვმართავდი, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g