სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დღეს უკრაინაში “დედაენის ბარის” მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართება.
“ერთი ჰიპსტერა ღია ბარია კიევის ცენტრში. თაღი ჰქვია. იაფიანი ლუდი აქვთ, პარასკეობით მივდივარ ხოლმე.
დღეს დედა ენას ბარის მხარდასაჭერად ივენთს აწყობენ, ლუდი კიდევ უფრო იაფი იქნება და არ გამოტოვოო მომწერეს
დარტყმული ერი”, – წერს გიგა მაქარაშვილი.
თბილისში მდებარე „დედაენის ბარმა“ ბარის გვერდზე 2 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ მათ რუსი ტროლები ინტერნეტში უტევდნენ. გავრცელდა დაწესებულების განცხადებაც, სადაც ეწერა, რომ რუსები 1-იანით აფასებდნენ ბარის მომსახურებას.
რუსი ტურისტების შეტევა ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ნებისმიერ რუს სტუმარს, ბარში იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ ე.წ. ვიზას მიიღებენ.