LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „გოგონამ, რომელსაც 13 წელი შვილი არ უჩნდებოდა და მისთვის შენახული საწოლი გასაჩუქებლად გამიტანა, მომწერა, რომ ორსულადაა…“

764
gigamaqarashvili20215

გიგა მაქარაშვილი წერს ერთი გოგონას შესახებ, რომელმაც ჰელფების კამპანიის ფარგლებში გადაწყვიტა, საწოლი, რომელსაც 13 წელი ინახავდა შვილისთვის, გაეჩუქებინა. სამწუხაროდ, სწორედ ამდენ ხანს ელოდა შვილს და არ უჩნდებოდა. როგორც გიგა წერს, ახლახან გოგონამ მოსწერა, რომ ორსულადაა.

“29 ნოემბერს, სულ ახალი დაწყებული იყო ჰელფების კამპანია, ერთმა გოგომ მომწერა, სულ ახალთახალი საწოლი მაქვს და მინდა გაჩუქოთო ❤

რომ მოიტანა, ჩავეხუტე, მადლობა ვუთხარი და ატირებულმა მითხრა, რომ 13 წელია. შვილზე ოცნებობს და ამისთვის წინასწარ აქვს ყველაფერი მომზადებული, მაგრამ ახლა გადაწყვიტა, მისთვის გამატანოს ვისაც პატარა ჰყავს სახლში და ეს საწოლი ძალიან სჭირდება!

ბევრი ვიტირეთ ორივემ.

ახლა მწერს, ორსულად ვარო.

ჰოდა, გადავწყვიტე პატარა რომ გაჩნდება, საწოლი ჰელფების სახელით ვუყიდო.

ჩემო კარგო ქვეყანავ…

საგიჟეთია, ნამდვილი, კეთილი საგიჟეთი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები