LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „მოხალისედ წამოსულა ექიმი კაცი. შვებულება აუღია საავადმყოფოში და ერთი თვის თავზე საქართველოში ბრუნდება თურმე…“

836
giga

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც ისევ უკრაინაში იმყოფება, ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ წერს, როდესაც კიევისკენ მიმავალს ქართველი ექიმი შეხვდა:

„კიევისკენ მიმავალს, კიევიდან მომავალი ქართველი კაცი შემხვდა.

მატარებლის ბაქანზე ვეწეოდით, დროშით მიცნო, მერე როგორც ჩანს სახეზეც, შორიდან მომესალმა, მკერდზე მიიდო სიგარეტიანი ხელი (კინაღამ დაიწვა გულმკერდი) და თავი დამიხარა.

მივქანდი, გადავეხვიე.

მანერებზე წამში შეატყობთ, რა კაცია.

დგომა, საუბარი, ხელის ჩამორთმევა, მოწესრიგებული წვერი, მოვლილი ფრჩხილები, კეთილი თვალები, ზურგჩანთაში წიგნი…

მოხალისედ წამოსულა ექიმი კაცი. შვებულება აუღია საავადმყოფოში და ერთი თვის თავზე საქართველოში ბრუნდება თურმე.

ვემსახურები საქართველოს – წავედი უკრაინაში: გიგა მაქარაშვილი

მომიყვა უკრაინელ ექიმებზე, ძალიან ყოჩაღები არიანო, წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენო. ქართველმა ექიმებმაც არ შევარცხვინეთ ქვეყანაო. მივედეთ, მოვედეთ, პუტინს ვაგინებ და მატარებელში ასვლისას მომაძახა, მშვიდობით დაბრუნდი, კოლეგაო.

ისე გამიკვირდა, მატარებლიდან ჩამოვედი.

ნაცი ვიგულისხმეო.

მეთქი, მე ნაცი არ ვარ, გია!

არც მე ვარ ნაცი, მაგრამ აბა. წულუკიანს ჰკითხეო“.

გიგა მაქარაშვილი: „კარგი ამბავი… ბუჩას საბავშვო ბაღზე ასამდე ადამიანმა მუშაობა უკვე დაიწყო!..“

„მზად ხართ კიდევ ერთი სიგიჟის დასაწყებად?“ – გიგა მაქარაშვილი ბუჩაში საბავშვო ბაღის აშენების იდეით გამოდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g