სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს და აღნიშნავს, რომ აცრისკენ მოწოდება სწორი ნაბიჯი იქნებოდა.
გიგა მაქარაშვილი:
„საქართველოს საპატრიარქო!
თუ სასწრაფოდ აცრისკენ არ მოუწოდებთ მრევლს, იცოდეთ, დაიხოცება ეს ხალხი და ვეღარც ჯიპებს გაჩუქებენ და ნათლობა/ჯვრისწერაზეც აღარავინ ჩაგიკუჭავთ ტკიცინა ასლარიანებს!
და მხოლოდ ის ხალხი გადარჩება, ვინც თქვენთვის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვს!
იფიქრეთ“.
