სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას უცხო პირები SMS შეტყობინებებს უგზავნიან და მოკვლით ემუქრებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.