LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა – “ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან”

119

ზუგ­დიდ­ში ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლის – გიგა ოთხო­ზო­რი­ას მამა, ზუ­რაბ ოთხო­ზო­რია გარდაიცვალა. ის ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე სა­ა­ვად­მყოფო­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ზუ­რაბ ოთხო­ზო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი წე­რენ.

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს. შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო. უმძიმესი და მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიაყენა ოთხოზორიების ოჯახს გიგას მკვლელობით. ბატონი ზურაბი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან. ქართველი ხალხი არ შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია და არ დაიღლება ქვეყნის გამთლიანებისათვის ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს,”-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g