LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგანტური მერსედესი – ასეთს სათამაშოების მაღაზიაში თუ ნახავთ.

123
გიგანტური მერსედესი - ასეთს სათამაშოების მაღაზიაში თუ ნახავთ.

დიზაინში მერსედესისთვის კონკურენცია, ისეთივე გამოწვევაა, როგორც მაგალითად შეძლო და გაიმეორო ბითლზის ები როუდი. ეს ისე, შედევრის გახსენებაზე, თორემ იდეალურზე იდეალური საბოლოოდ საკამათო თემაა. დავა კი მოსაუბრეთა მთავარი საგანია.

დღევანდელი ავტოსთორი მოიცავს გერმანული ავტოგიგანტის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო მოდელს – AMG G63 6×6. მოთხოვნა დიდია, ისევე როგორც თვითონ ავტომობილი. მაღალი, ექვსი საბურავით. ჯიპზე ჯიპი. დეტალებზე უფრო ქვემოთ.

Mercedes-Benz AMG G63 6×6 გერმანული მწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მანქანაა. მასზე კვლავ დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოება შეწყვეტილია. სხვათა შორის, ახლახან ეგ გემი აუქციონზე თითქმის შვიდასი ათას დოლარად გაიტანეს. 

ორიგინალური Mercedes G-Wagon 6 x 6-ისთვის ოდესმე გადახდილი ყველაზე მაღალი ფასი იყო $901,337 – ისიც 2020 წლის ბოლოს. იმ მანქანას ოდომეტრზე 78,000 კმ ჰქონდა გავლილი. ამ მანქანას აქვს მხოლოდ 11 ათასი კმ გარბენი.



2014 წლის  ეს მანქანა ერთ-ერთია 2013-დან 2015 წლამდე აშენებულ 100-მდე მანქანას შორის. თავად მერსედესის მიერ აშენებული ეს მანქანა (სხვა კომპანიების მოდიფიკაციებიც არის), ძალას ექვსივე ბორბალზე აგზავნის.

ნორმალურ მართვაში, 5.5 ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავა კაპოტის ქვეშ აწვდის 536 ცხენის ძალის 30%-ს. წინა ბორბლებზე, 40% შუა ბორბლებზე, დანარჩენი კი უკანა ბორბლებზე მოდის.

ეს მიიღწევა შვიდ სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით და წყვილი წამყვანი ლილვით. ხუთი განსხვავებული ელექტრონული საკეტი დიფერენციალი საშუალებას აძლევს მძღოლს დაბლოკოს ექვსივე ბორბალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები