გიგი უგულავა 3000 ლარიანი ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ მისი დაკავება უკანონო იყო.
“სამართლებრივად ბუნებრივია გავასაჩივრებ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ზოგადად სანამ არ მიხვდება ხელისუფლება, რომ საკუთარი პოლიტიკური პრობლემები ადამიანების ციხეში გამოკეტვით, სასამართლოს ბოლომდე დაჩაჩანაკებით, ან პოლიტიკური დავალების მიცემით და დისკრედიტაციით, პოლიციის სრულად გახრწნით კი არ მიიღწევა, არამედ მიიღწევა სამართლიანი პროპორციული არჩევნებით, ამიტომ მოსამართლებმაა, პოლიციელები და ძალოვანმა, რეპრესიულმა სისტემამ უნდა გააცნობიერონ ერთი რაღაც, რომ მათ იყენებს რეჟიმი” – ამბობს გიგი უგულავა.
უგულავას განცხადებით, ხელისუფლება დაკავებებითა და დაჯარიმებით ცდილობს, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაშინებას, რაც არ გამოუვა.
შეგახსენებთ, უგულავა 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლოსთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გიგი უგულავა 3000 ლარით დაჯარიმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა