ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, რომელიც 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დააკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გიგი უგულავა იმ დროს დააკავეს, როდესაც აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანში გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, ჯამში 15 მოქალაქე დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსითაა დაკავებული ბესიკ თამლიანი.
საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს
გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი – ადვოკატები მას რამდენიმე საათი ვერ პოულობდნენ
ეს არის პოლიტიკური დევნა, მისი დაკავება არის უკანონო: გიგი უგულავას ადვოკატი