LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: „ბანკიდან შემატყობინეს, რომ ანგარიშზე ყადაღა მადევს, მედავებიან, რომ ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე“

147
გიგი უგულავა

„ახლა ბანკიდან შემატყობინეს, რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა. გაირკვა რომ მერიისგანაა, მეტიც, ჯარიმა ადმინისტრაციულის 130 მუხლის 4-ე პუნქტია. მედავებიან, რომ 24 აგვისტოს ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე“, – ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, მას არც ბილეთით და არც ბილეთის გარეშე ვაზისუბანში ავტობუსით არ უმგზავრია.

„მერიის ცხელი ხაზი იძახის გაასაჩივრეთო. გასაგებია, რომ შეცდომაა. არც უბილეთოდ და არც ბილეთიანად მე ვაზისუბანში ავტობუსით არ მიმგზავრია. ახლა მე უნდა ვირბინო ამათ სისულელეზე. მეტი საქმე არ მაქვს.

დასანანია, რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია. ან თავად გაარკვიეთ, ან ბატონმა კახიმ თავად მიგვითითა, სადაა გამოსაქანი არეალი“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე ახლა ბანკიდან შემატყობინეს რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა….

Posted by Gigi Ugulava on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g