გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას საპატიმრო ვადა 9 იანვარს ეწურებოდა. „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე – სამუშაო დღეს.