LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გიგის წვენები” – კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს ბიზნესსაქმიანობისთვის ჯიხური გადასცა

251

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობითაა დაკავებული – ახალი მზიურის ტერიტორიაზე ჯიხური გადასცა. პატარა ბიზნესმენმა ჯიხურის სახელი თბილის მერთან ერთად შეარჩია. ჯიხურს გიგიმ “გიგის წვენები” დაარქვა.

“გიგის წვენები” მუშაობას ხვალიდან დაიწყებს, თუმცა მანამადე გიგიმ ახალდდაწურული წვენი მზიურში შეკრებილ სტუმრებს დააგემოვნებინა.

„გიგის მოუწყვეთ პატარა სახლი, რომ მან შეძლოს საქმიანობის წარმართვა. უახლოეს დღეებში შეუდგება თავის საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გახარებული და ძალიან კმაყოფილია. მინდა, მას ყველა წამოწყებაში გულწრფელად წარმატებები ვუსურვო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია რუსთაველის გამზირზე საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ნივთებს ყიდის. ასაკის მიუხედავად, იგი ჩართულია თავის კერძო ბიზნესში. გიგი რუსთაველის გამზირზე წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს.

გიგი ანთაძის მხარდაჭერის შესახებ კახი კალაძემ რამდენიმე დღის წინ ილაპარაკა. მან თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა ანთაძის საკითხი შეესწავლა და თუ საჭიროა, მერია ფინანსურადაც დაეხმაროს.

15 წლის შშმ პირის, გიგის დედის მიმართვა კახი კალაძეს – „არ ვიცოდით, შეძლებდა თუ არა სიარულს, მაგრამ ახლა თავისი ბიზნესი აქვს…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები