მოცეკვავე და ქორეოგრაფი რატი გაჩეჩილაძე საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯი გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, კარინა ლისენკო წერს:
„გილოცავ, ამაყი ვარ“, – წერს კარინა ლისენკო.
რატის წარმატებაზე წერს სტუდია „თელა“.
„გიბრუნდებით საამაყო და სასიხარულო ამბით! ![]()
![]()
ჩვენი სტუდიის ხელმძღვანელმა, რატი გაჩეჩილაძემ, მრავალი ურთულესი ეტაპის გადალახვით და გამოცდების გავლით, მიიღო საერთაშორისო მსაჯის სტატუსი!
ვულოცავთ მას და ჩვენი სტუდიის თითოეულ წევრს!
წარმატებას ვუსურვებთ საერთაშორისო სამსაჯო ასპარეზზე!“, – ვკითხულობთ „თელას“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯი საქართველოდან, ქორეოგრაფი ოთო ფოლადაშვილიც გახდა.
