ბარბარე ჯანაშია, რომელმაც ტელეეკრანზე გამოჩენისთანავე დაიპყრო მაყურებლის გული და საკუთარი არტისტიზმით და სიმღერით ყველა მოხიბლა, დღეს იუბილარია.
ბარბარე ჯანაშია 11 წლის გახდა. მას დაბადების დღეს მეგობრები და ოჯახის წევრები საჯაროდ, სოციალურ ქსელში ულოცავენ.
იუბილარ ბარბარეს „ფეისბუკში“ ემოციურ სტატუსს უძღვნის დედაც.
„ჩემო უსაყვარლესო გოგო, ჩემო ბარბარე, გილოცავ, დე, იუბილეს!
დღეს უკვე 11 წლის გახდი და ყოველდღე უფრო მეტად მაოცებ შენი შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, სიძლიერით და წარმატებებით. შენ ხარ ძალიან ნიჭიერი, გამორჩეული და ისეთი ბავშვი, რომელიც ყველას ამახსოვრდება.
ვამაყობ შენით, იმიტომ, რომ ასეთი კეთილი, ძლიერი და გულით სუფთა ადამიანი ხარ. შენი გზა დიდი ოცნებებისკენ უკვე დაწყებულია და ვიცი, წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გელის.
ყველა გიცნობს როგორც ბარბარე ჯანაშიას და ეს მხოლოდ დასაწყისია – მე მჯერა, რომ ერთ დღეს შენს სახელს მთელი მსოფლიო გაიგებს. შენ ოცნებობ დიდ სცენებზე, ჰოლივუდზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს მიაღწევ.
გისურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, უამრავ სიყვარულს, ერთგულ მეგობრებს და ყველა ოცნების ახდენას. შენით ვამაყობ ჩემო პატარა და უსაზღვროდ მიყვარხარ.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე!
დედას ყველაზე დიდი სიამაყე ხარ“, – წერს ბარბარე ჯანაშიას დედა.
ჩემო უსაყვარლესო გოგო, ჩემო ბარბარე გილოცავ დე იუბილეს! 🎉❤️ დღეს უკვე 11 წლის გახდი და ყოველდღე უფრო მეტად მაოცებ შენი…
Posted by Barbare Janashia on სამშაბათი, 05 მაისი, 2026
