LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ბარბარე პირველად გამოვიდა ნიუ-იორკში, Carnegie Hall-ში, „პატარა მოცარტების“ კონკურსზე და პირველი ადგილი მოიპოვა!“ – ბარბარე ჯანაშიას წარმატება აშშ-ში

186
ბარბარე ჯანაშია

ბარბარე ჯანაშიას დედა გვიზიარებს სასიხარულო ინფორმაციას ქალიშვილთან დაკავშირებით. ბარბარე გარკვეული პერიოდია, აშშ-ში ცხოვრობს და მისი ვოკალის პედაგოგი ნინი შერმადინია. ახლახან პატარა გოგონამ მუსიკალურ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა:

„დღეს ჩემი გული სიხარულით და სიამაყით არის სავსე…

ჩემი ბარბარე პირველად გამოვიდა ნიუ-იორკში, Carnegie Hall-ში, „პატარა მოცარტების“ კონკურსზე და პირველი ადგილი მოიპოვა!

დედიკოს სიამაყევ, გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას! შენი შრომა, ნიჭი და მონდომება დღეს ყველაზე ლამაზ შედეგში გადაიზარდა. უსაზღვროდ ამაყი და ბედნიერი ვარ შენით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g