ლას-ვეგასში გამართულ UFC 317-ის ტურნირზე ილია თოფურიამ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა — ქართველმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის UFC-ს ჩემპიონობის ტიტული დაისაკუთრა.
მის გამარჯვებას გამოეხმაურა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანტონიო ბანდერასი, რომელმაც თოფურიას სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.
„ვულოცავ ილია თოფურიას ამ დიდ გამარჯვებას ლას-ვეგასში. გასაოცარია, მატადორმა ეს კვლავ გააკეთა. გილოცავ, მეგობარო!“
საპასუხოდ კი, ჩემპიონმა ბანდერასს უპასუხა: „მადლობა, მეგობარო, შემდეგში ერთად წავიდეთ“.
აღსანიშნავია, რომ თოფურიამ გამარჯვება ბანდერასის ცნობილ სიმღერაზე Desperado აღნიშნა — რაც გულშემატკივრებისთვის დამატებით სიმბოლურ მომენტად იქცა.