LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება!“ – გიორგი კეკელიძე

179
Untitled design

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – აფხაზი თავადების არქივები საქართველოში დაბრუნდება.

როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, საერთაშორისო მნიშვნელობის საბუთები, ხელნაწერები, ფოტოები და წიგნები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში განთავსდება:

„გილოცავთ გიორგობას! გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს!

აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება!

ეს ჰელენ ჩხოტუაა, უჭკვიანესი და ულამაზესი ქალი. ჩვენი მასპინძელი და უკვე მეგობარი. ჩხოტუების – დიდი აფხაზების, მალტის ორდენის კავალერების და მსოფლიო პოლიტიკის მონაწილეების მემკვიდრე. მან საქართველოს უდიდესი, ისტორიული არქივი გადასცა:

საერთაშორისო მნიშვნელობის საბუთები, ხელნაწერები, მიმოწერა, ფოტოები, წიგნები, ნივთები, ორდენები, რუკები – მოკლედ, საოცარი საგანძური, მალე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაიდებს ბინას.

სამი დღეა, არქივების გადარჩევის ურთულესი პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკიდან თქვენი მონა-მორჩილი, ლევან თაქთაქიშვილი, ბექა ღაჟონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან მანანა ქვაჩახია, ნატო მარშანია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ჩუტკერაშვილი ვუძღვებით. მასალა ათობით ყუთს მოიცავს, დღესაც ვიმუშავებთ, ხვალ ჯგუფი მადრიდში გაემგზავრება, მე კი სამშობლოში დავბრუნდები.

პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ არის ინიცირებული და პერსონალური მადლობა რუსლან აბაშიძეს, რომელთან ერთადაც ამ დიდ არქივს გავხსნით და გამოვფენთ საქართველოში ძალიან მალე. მალევე ერთობლივ მემორანდუმს გავაფორმებთ და სხვა არქივებზე დავიწყებთ მუშაობას.

ესპანეთი. ანდალუსია. მალაგა. მარბელია.

„ძალიან მალე, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გავხსნით, ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად“ – გიორგი კეკელიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები