გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკა გაიხსნება.
სიახლის შესახებ მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან მალე, გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გავხსნით ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად; მიშა არობელიძე და მისი იაპონელი მეუღლე, ჩიკა ოგი სწორედ ამ სოფელში დასახლდნენ და ფანტასტიკური სივრცე „ჩამო“ მოაწყვეს, რომლის მეგობარიც დღეიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა. ურემ-ბიბლიოთეკის გარდა, აქ პერიოდულ ლექციათა სერიებსაც გავმართავთ“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ძალიან მალე, გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გავხსნით ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად; მიშა არობელიძე და…
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on პარასკევი, 25 აგვისტო, 2023