LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ! „ოცნებამ“ საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა“ – ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავში

275
Untitled design - 2024-04-24T111132.303

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა.

„ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარეშე“, – მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს.

„თქვენი უსაქმურობის დრო დამთავრდა, თავმჯდომარე გადადგა,“ – მიმართა რუსთავის მერმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განმარტა, რომ რუსთავის მოქალაქეები გადაწყვეტენ ოპოზიციური საკრებულო ეყოლება, თუ არა.

„ეს პოლიტიკოსები დღეს პირველად არიან რუსთავში იმისთვის ჩამოსულები, რომ ეს მოაწყონ. ამის უფლებას მე არ მივცემ“, -განაცხადა ლაცაბიძემ.

„გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია თანამშრომლობაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, როდესაც რუსთავის მერი საუბრობდა თითქოს, ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, აბსურდი და სიცრუეა.

„გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა – ეს არის ღია თანამშრომლობა!…

უპრეცედენტო სხდომა იყო დღეს, როდესაც პირველად, ღიად, „ოცნების“ წარმომადგენლებმა და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა ერთობლივად გადაირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მოცემულ სიტუაციაში, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან ბოლომდე საკრებულოო გადააბარა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ღია თანამშრომლობა, რომელიც უკვე ფარული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის. 26 ოქტომბერს ამ ორ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხი გასცემს საკუთარ პასუხს, რომელსაც ორივეს ერთად ოპოზიციაში გაისტუმრებს,“ – განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

პროცესის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომადა დარბაზი, პროტესტის ნიშნად „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დატოვეს, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ. ასევე, განიხილავენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების და ახალი მოადგილეების არჩევის საკითხებს.

ფოტო: ipn

პოპულარულები