LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა: „როგორ აკლიხარ თბილისს და მთელს საქართველოს“ – დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის საღამო გაიმართება

149
გიო ხუციშვილი

დღეს მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა.

დღესვე, მომღერალს და მის შემოქმედებას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში – ფილარმონიაში გიო ხუციშვილის საღამო „მომეფერე და მოგეფერები“ გაიმართება, რომელსაც SPARKS წარმოადგენს.

საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტი განსაკუთრებული მუსიკალური მრავალფეროვნებით და პოპულარული შემსრულებლების მონაწილეებით გამოირჩევა.

გიო ხუციშვილის გარდაცვალების თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერლის მეუღლის, მაია ჯორჯაძის და, ირინა ჯორჯაძე და არქივიდან გიო ხუციშვილისა და ანსამბლ „შვიდკაცას“ ერთობლივი სიმღერის კადრებს ავრცელებს.

„გიო – 7 წელი.

დღეს გიოს დღეა, 11 ივნისი“, – წერს ირინა ჯორჯაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „რამდენჯერ ღამე გამღვიძებია და მიფიქრია, ახლა რომ აქ არის, 1 თვეში როგორ შეიძლება, რომ არ იყოს?!“ – რას ჰყვება მაია ჯორჯაძე გიო ხუციშვილზე

გიო🙏❤️7 წელი😞 დღეს გიოს დღეა 11 ივნისი ⭐️❤️Maia Jorjadze #ფილარმონია

Posted by Irina Jorjadze on სამშაბათი, 10 ივნისი, 2025

ვიდეო:„მაიამ რაც გააკეთა მაშინ, როდესაც გიო ცუდად იყო, მსგავი სიყვარული არ მინახავს..მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო გიო დიდი კაცი, არის მაია“ – ზუკა ხუციშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g