LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიო სად არის შენი დანაპირები, მთაში სახლი უნდა გავაკეთო ჩემი დიზაინითო.. სოფი, როგორ სასწაულით გელი, იქნებ შენ მაინც გამოჩნდე“ – და-ძმა ყარალაშვილების მამიდა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

538
Untitled design (4)

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული გიორგი ყარალაშვილის მამიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ პოსტში და-ძმის მამიდა წერს, მას 3 აგვისტოს დილას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და შემდეგ ამ ამბის შესახებ შეიტყო.

„გიო მამიდა, სად არის შენი დანაპირები  მთაში სახლი უნდა გავაკეთო ჩემი დიზაინითო შენი ასაკის რომ ვიქნებიო. რატო არ წამიყვანე საზღვარგარეთ გაჩვენებ ყველაფერსო. როგორ უნდა იყოს დედა და მამა უთქვენოდ ვაიმეეე. არ მინდა რამის თქმა რა ვთქვა გაქვავებული ვარ. სოფი როგორ სასწაულით გელი იქნებ შენ მაინც გამოჩნდე, მამიდა.

გრძნობდი, შვილო, მთებში გექნებოდა წერა. ახლა ვნახე შენს მოწერილებში, მთაში გინდოდა სახლიიი. მთელი ბათუმი თქვენზე ტირის ყველა თქვენზე ლოცულობადა, ოღონდ იპოვონ. სად არის სასწაული ღმერთი. ვაიმეეე რა ვთქვა რააააა…

ვაიმე ხალხოოოო ვინმემ არ თქვას წინათგრძნობა არ არის რაიმესიო..

მე ყოველთვის მაქვს წინათგრძნობა ცუდი რომ უნდა მოხდეს. იმ დილით ხალხო ვიჯექი და ყავის ჭიქა თავისით გადმოვარდა დადებული გატყდა… მერე ცოტა ხანში ყავის თეფში… ვაიმეეე წამოვხტი რა ხდება ჩვემს თავს ცუდი. ვაიმეეე, ოღონდ ცუდი არ გამაგონო, ღმერთს ვეხვეწებოდი. თურმე თქვენზე მქონდა წინათგრძნობა. წინა დღესაც აბაზანაში ცუდად გავხდი. ვაიმეე რა ხდება ჩემს თავს. აი, თურმე რა უნდა მომხდარიყო“, – წერს გიორგი და სოფი ყარალაშვილების მამიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g