“ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს,”-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას არც 7 ნოემბერს აქვს პრობლემა გამოვიდეს აქციაზე და არც სხვა ნებისმიერ დროს.
“ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს, რომელის ჩვენს ქვეყანას ანგრევს. ასე, რომ ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს… ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, მათ შორის არც ის, რაც არ არის სასიამოვნო და ვაღიაროთ შეცდომები, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა. მე არც 7-ში მაქვს პრობლემა გამოვიდე საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად და არც სხვა დროს,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს.
მოგვიანებით კი მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის აქცია 7 ნოემბერს არ გაიმართება.
ელენე ხოშტარია: “აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს”