უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს “შეთითხნილს” უწოდებს.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობა” რვა არჩევნებში დაამარცხა და ნებისმიერ დროს დაამარცხებს.
“არ ვიცი, რა ფაილებია შეთითხნილი.
ეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აინტერესებთ, რაც მათი უფლებაა. მესმის, რომ არჩევნებში მარცხის სიმწარე ძნელად გადასატანია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამას უნდა შევეგუოთ, ქვეყანა არ უნდა დავაქციოთ და ათასი სიბინძურე და ჭორ-მართალი არ უნდა გავავრცელოთ. ამგვარი ინსინუაციები ვერც ერთ შემთხვევაში “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებას ჩრდილს ვერ მიაყენებს”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.