LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩაკვეტაძის სახელს ბევრჯერ გავიგებთ – ქართველს დე ბრუინს და მესის ადარებენ

43

გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. მის მიმართ არა მარტო ქართული და ბელგიური, არამედ სხვა ქვეყნის პრესის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობენ.

ამჯერად გთავაზობთ სტატიას, რომელიც პორტუგალიურ სპორტულ სააგენტო Goalpoint.pt-ზე გამოქვეყნდა:

“გიორგი ჩაკვეტაძე – ეს სახელი ადვილად წარმოსათქმელი არ არის, მაგრამ მას იმდენჯერ მოვისმენთ მომავალი წლების განმავლობაში, რომ მარტივად წარმოვთქვამთ.

ეს “ბავშვი” ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, 1999 წლის აგვისტოში დაიბადა და ბელგიის ჩემპიონატში თამაშობს, რაც ახალგაზრდა ტალანტისთვის ნოყიერი ნიადაგია. “გენტს” ქართველი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელიც თბილისის “დინამოს” გადაუხადა, ახლა კი მას დიდებული წელიწადი უდგას. მან მიმდინარე სეზონში 1000 წუთზე მეტი ითამაშა ბელგიის “პრო ლიგაში” (იმაზე მეტი, ვიდრე მთელი გასული სეზონის განმავლობაში) და ხუთჯერ საქართველოს ნაკრების ფორმაც მოირგო. ის ძალიან ახალგაზრდაა და პირველ სეზონს ატარებს უმაღლესი დონის ტურნირებზე, მაგრამ მისი სტატისტიკა ისეთი შთამბეჭდავია, რომ დიდი ალბათობით, ბელგიური კლუბი მას 2020 წლამდე ვერ შეინარჩუნებს.

ქართველი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც თამაში ცენტრალურ ზონაშიც შეუძლია და მარცხენა ფრთაზეც. ის ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. ის თამაშის შემქმნელადაა დაბადებული, 90 წუთის განმავლობაში საშუალოდ 1.7 მომენტს ქმნის და ამ მაჩვენებლით ისეთი ფეხბურთელების გვერდით დგას, როგორებიცაა მესი, ნეიმარი და დე ბრუინი”, – წერს Goalpoint.pt-ი.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” რიგებში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები