დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, ასევე სასჯელაღსრულებაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზე, თავდასხმა იგეგმება.
გიორგი ჩიკვაიძე ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს და პენიტენციურ სამსახურს მიმართავს.
„მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა უახლოეს დღეებში და მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, მოახდინოს აღნიშნულის პრევენცია“, – აღნიშნავს გიორგი ჩიკვაიძე.
მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა უახლოეს დღეებში და მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, მოახდინოს აღნიშნულის პრევენცია‼️
Posted by Giorgi Chikvaidze on ხუთშაბათი, 25 სექტემბერი, 2025