LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო

110
გიორგი ჩიკვაიძე

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულმა ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო – აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„3 თუ 4 დღეა გიორგის საკნიდან ნაგავი არ გააქვთ, საჭმლის შეტანაც აგვიკრძალეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხითაც ძალიან საგანგაშო ნიშნები გაჩნდა…“ – გიორგი ჩიკვაიძის დედა

როგორც ეკა წერეთელი წერს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო დაიწყო.

„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა გამოაცხადა დღეს, 23 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო. პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას!

P.S. პოლიტპატიმრის მშობლებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გთხოვათ, არ მოუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისაკენ“, – წერს ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში.

გიორგი ჩიკვაიძის დედა: „ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს, ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, გაბიტაშვილმა და მე-18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა – გიორგის მდგომარეობა დამძიმდა“

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით მიმდინარე წლის 11 მარტს შეუცვალა. ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

გიორგი ჩიკვაიძე: „საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე“

‼️‼️‼️პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შ ი მ შ ი ლ ო ბ ა გამოაცხადა….დღეს 23 სექტემბრს ,მასზე განხორციელებული ზეწოლების…

Posted by Eka Tsereteli on ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g