LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩოგოვაძე: შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 3 მილიარდს გადააჭარბებს

86

2018 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით, ტურისტების კი 27.1%-ით გაიზარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს 440,806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მათ შორის ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხანს 177,845 დარჩა.

2018 წლის თებერვალში თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-2.2%), სომხეთიდან (+27.1%), თურქეთიდან(+28.1%),  რუსეთიდან (+24.2%) და ირანიდან (+130.6%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, თებერვალში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +49%, ლიტვა +36%, საფრანგეთი +31%, გერმანია +21% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი +134%, ირანი +131%, ჩინეთი +83%, ისრაელი +73%, ინდოეთი +37% და სხვა.

ჩოგოვაძის ინფორმაციითვე, იანვარი-თებერვლის თვის მონაცემებით, საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,967-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +17.2%)-ია.

იანვარი-თებერვლის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 367,321შეადგინა, რაც 73,320-ით მეტია 2017 წლის იანვარი-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%).

”ჩვენს ქვეყანაში იზრდება როგორც ტურისტების რაოდენობა, ასევე შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და წელს, 2018 წელი იქნება პირველი წელიწადი, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, გადააჭარბებს 8 მილიონიან ნიშნულს, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს”, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები