LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ძოწენიძე: „საჭირო დროს ვიმღერეთ სიმღერა „მინდა, ფრთები გავშალო“. ეს სიმღერა 7 წლით ადრე გვქონდა ჩაწერილი, ბოლოს კონცერტებზე უკვე აღარც ვასრულებდით…“

256
გიორგი ძოწენიძე

ჯგუფი „ურსას“ შემოქმედებით ცხოვრებაში შესანიშნავი სიახლეებია. ბოლო პერიოდი ჯგუფისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა, რაზეც მისი სოლისტი გიორგი ძოწენიძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

– ვერ ვიტყვით, რომ აქამდე არ გიცნობდნენ და მსმენელი გაკლდათ, მაგრამ თითქოს, ახლა თქვენს შემოქმედებაში ფურორი მოხდა და საერთოდ სხვა ეტაპზე გადახვედით. რას უკავშირდება ეს ყველაფერი?

– ბევრი რომ არ ვიმარჩიელოთ, შეგვიძლია, მარტივად ვთქვათ, რომ ეს ღვთის წყალობაა. მიზეზების ძებნა თუ დავიწყეთ, შეიძლება, ბევრი აღმოვაჩინოთ. შეიძლება, ისიც, რომ საჭირო დროს ვიმღერეთ სიმღერა „მინდა, ფრთები გავშალო“. ეს ახალი წლის საღამოს მოხდა. ეს სიმღერა 7 წლით ადრე გვქონდა ჩაწერილი, ბოლოს კონცერტებზე უკვე აღარც ვასრულებდით. ერთმანეთს ვეუბნებოდით ხოლმე, რომ ძალიან გვჭირდებოდა ჰიტი, რომელსაც განსაკუთრებულად შეიყვარებდნენ, იმისთვის, რომ ნაბიჯი წინ გადაგვედგა. ასეთი იყო ჩვენი შიდა სამზარეულო. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს უფლის საჩუქარია – ახალი კი არ შევქმენით, რაც გვქონდა, იმისგან შეიქმნა ძალიან მაგარი ჰიტი, რომელმაც ძალიან დიდი სტიმული მოგვცა და ახალ სიმღერებზე დავიწყეთ მუშაობა, რამაც დიდი ტალღა ააგორა და წარმატებისკენ წავედით.

კიდევ ერთი მომენტს დავაკვირდით: ჩვენს კონცერტებში, რომელიც ხალხით არის სავსე და ყველა ჩვენთან ერთად მღერის, ახალ თაობას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი. კონცერტებს ყველა თაობა ესწრება, მაგრამ განსაკუთრებით ბევრია, დაახლოებით, 10-12 წლის ბავშვები. სწორედ მათ უკავიათ წინა რიგები და მთელი კონცერტის განწყობას ქმნიან. ჩვენთან ერთად მთელი გულითა და სულით მღერიან, მთელი სიყვარულით. საოცარი შეგრძნებაა, როცა ბავშვები ჩვენთან ერთად ქართულ სიმღერებს მღერიან ისე, როგორც არასდროს. მადლობას ვუხდი მათ და მათ მშობლებს, რომ ასე აყვარებენ შვილებს ქართულ სიმღერას. შეიძლება, ამაში ჩვენი წვლილიცაა, მაგრამ უფრო მეტად მათი დამსახურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g