„ურსას“ სოლისტი, გიორგი ძოწენიძე მამა უკვე მეორედ გახდა – მას და მის მეუღლეს, მია მაჩაბელს დღეს ბიჭი შეეძინათ. ახალშობილს ანდრია დაარქვეს.
ამ შესანიშნავი სიახლის შესახებ მომღერალმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა და მილოცვებს იღებს:
„დაიბადა ჩვენი სიყვარული, ანდრია ძოწენიძე.
მია, ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ!..“
გიორგი და მია რამდენიმე წელია, რაც დაქორწინებულები არიან. წყვილს ჰყავს გოგონა, ანიტა, ახლა კი ვაჟის მშობლები გახდნენ.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ულოცავს გიორგისა და მიას პატარა ანდრიას დაბადებას და ახალშობილს ჯანმრთელობას უსურვებს!..
დაიბადა ჩვენი სიყვარული ანდრია ძოწენიძე ❤️ Mia Machabeli ბედნიერი ვარ რომ მყავხარ ❤️
Posted by Dzotsenidze Giorgi on Friday, August 30, 2024