LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინას ასახელებს – „ჯანმომ გადაწყვიტა განიხილოს საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესაძლებლობა“

1130
ფხაკაძემაიმუნნ

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის და აცხადებს, რომ ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური ამ ვირუსის წინააღმდეგ.

“დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ გადაწყვიტა სასწრაფოდ მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის გადაუდებელი შეხვედრა მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების გამო, რათა განიხილონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესაძლებლობა საერთაშორისო დონეზე… ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს იყო.

ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.

მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში:ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%). ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებული ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად (21/05/2022) უკვე დადასტურდა შემდეგ ახალ ქვეყნებში (ჯერ 11 არის):
ბრიტანეთში
პორტუგალიაში
ესპანეთში
იტალიაში
შვედეთში
გერმანიაში
ბელგიაში
საფრანგეთში
ამერიკაში
კანადაში
ავსტრალია

ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.

ვინაიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:

მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავდების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.

სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.

ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ეს ვირუსი პირველად1958 წელს მაიმუნებში აღმოაჩინეს, ხოლო 1968 წელს – ადამიანებში. ის ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით და სხეულის სითხეების მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები