LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია – „ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა „მესიჯი“ საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას

164
gakharia-2

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა.

როგორც გახარია აცხადებს ამით ფაქტით მმართველმა გუნდმა ევროკავშირის დელეგაციას შეტყობინება გაუგზავნა.

„პრო-დასავლური პროტესტის კვალდაკვალ „ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა „მესიჯი“ საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას. ახალგაზრდებმა უპასუხეს! ვერავინ წაართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს! ევროკავშირმა უნდა მოისმინოს საქართველოს მოქალაქეების ხმა!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, „ალტ – ინფოს“ წარმომადგენლებმა ჯერ მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

შსს: „მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება“

ამავე თემაზე:

„სამ-ნახევარი ველური რუსეთუმე შეკრიბეს 100 000 ქართველის პასუხად“, „ეგ ბანდერლოგები „ქოცები“ არიან“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა „ალტ-ინფოს“ მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები