საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უკრაინაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. გახარია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
კიევის, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და საქართველოს და უკრაინის ჰიმნები შესრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, გახარია დემოკრატიის და ეკონომიკური განვიტარების ორგანიზაცია სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი გახარია ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრს ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადის თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.
პლენარული სხდომის შემდეგ ლიდერების ერთობლივი განცხადებები და რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერააა დაგეგმილი.
საქართველოს დელეგაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავიტ ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.
“განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს და უკრაინის გამოწვევებს. ასევე გავუზიარებთ გამოცდილებებს და გზებს, რომლითაც პრობლემების გადაჭრას ვცდილობთ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერთ ხელს, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
“ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი საერთო განზრახვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ჩვენი ერთობლივი გეგმა, დავუახლოვდეთ ბრიუსელს”, – დაწერა ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ.
თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის სუამის ფარგლებში საკონსულტაციო ფორუმით დაიწყო, რომელიც 1997 წლის 10 ოქტომბერს შედგა სტრასბურგში. 1999 წლის აპრილში ორგანიზაციას უზბეკეთიც შეუერთდა და მას სუამ ეწოდა.
საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარა. მას შემდეგ, 105 ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა.
უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.