გიორგი გახარიამ დღეს აჭარაში პარტიის “საქართველოსთვის” გუნდის წევრები წარადგინა.
ცნობილი გახდა, რომ პარტიის ლიდერი ბათუმში ირაკლი თავდგირიძე იქნება. თავდგირიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბათუმის მერიაში მუშაობდა.
აჭარაში პარტია “საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე იქნება. ის “ქართული ოცნების” ყოფილი წევრია. მიქელაძემ მმართველი პარტია 2019 წელს დატოვა.
როგორც გახარიამ ორგანიზაციის წევრების წარდგენის დროს განაცხადა, “საქართველოსთვის” იქნება პირველი პოლიტიკური ძალა და პარტია, რომლის შიდადემოკრატიული პროცესები და დემოკრატიზაციის პროცედურები უმაღლეს ხარისხზე შესრულდება:
“ნებისმიერი საკითხი, როგორც ბათუმის, ასევე, აჭარის მიმართულებით, მიღებული იქნება კოლეგიალურად. აქ იქნება ყოველდღიურად მოქმედი ბორდი და არცერთ შემთხვევაში არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ “საქართველოსთვის” იქნება პირველი პოლიტიკური ძალა და პარტია, რომლის შიდადემოკრატიული პროცესები და დემოკრატიზაციის პროცედურები უმაღლეს ხარისხზე იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობის შეძლების გაჩენა. ეს რომ მხოლოდ სიტყვები არ არის, ამას ყველა დაინახავს.” – განაცხადა გახარიამ.
იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, რაიმე კომპლექსს ვერ გამიჩენენ: გახარია
