LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.. ისინი უნდა გაერთიანდნენ“ – დავით ბერძენიშვილი

137
ბერძ მზა

„გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა პარტიას არათუ პრობლემა აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის, არამედ 4%-იც კი არ აქვთ, ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„თუ პარტიები გავლენ ცალ-ცალკე ან 2-3 პატარა ჯგუფი დაჯგუფდება და დე-ფაქტო ბლოკები თუ არ შეიქმნება, ალბათობა რომ გადალახავენ არ არის მაღალი. გამოდის, რომ ხელისუფლებას 76 მანდატის შესავსებად, თვითონ ოპოზიცია შეუწყობს ხელს.

საუკეთესო იქნება პარლამენტში მყოფი ყველა პარტია „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“, „რესპუბლიკელები“, „ევროოპტიმისტები“, მელიას მოსალოდნელი პარტია, თეონა აქუბარდია, სხვა ქალი დეპუტატები, ანა დოლიძე, „დროა“ გაერთიანდეს, კარგი იქნებოდა, „ევროპული საქართველოც“ თუ იქნებოდა პატარების დიდ გაერთიანებაში“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები