LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „თუ დილით საკვებს არ იღებთ, ღიპის რისკი 33%-ით მეტი გაქვთ“

167
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია დილის საუზმე.

ექიმი აღწერს რა ხდება ორგანიზმში მაშინ, როდესაც დილით არ ვიკვებებით.

„როცა ადამიანი არ საუზმობს, 33%-ით უფრო მიდრეკილი არის ღიპის არსებობისკენ, ვიდრე სხვები და ხდება უფრო ჭარბწონიანი. როდესაც თქვენ დილით საკვებს არ იღებთ, სისხლში მაღალი გაქვთ კორტიზოლის შემცველობა. კორტიზოლი პასუხისმგებელია იმაზე, რომ გლუკოზის რაოდენობა სისხლში იყოს ნორმალური, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ცხიმის ჩალაგებას მუცლის არეში, ანუ ღიპის განვითარებას და მეორე მხრივ, როდესაც თქვენ დილით საკვებს არ იღებთ, მთელი დღის განმავლობაში გიგროვდებათ შიმშილის ჰორმონი – გრელინი, რაც ბუნებრივია გაიძულებთ, რომ შუადღით ან საღამოს მიიღოთ მაღალკალორიული საკვები. ამის საპასუხოდ სხეული გამოყოფს ძალიან ბევრ ინსულინს და ინსულინის პიკის ფონზე, საკვებში არსებული, როგორც ნახშირწყლები, ასევე ცხიმები, ორივე ერთად ჩალაგდება მუცლის არეში როგორც ცხიმი. ის კი არ არის მთავარი თქვენ დღეში რამდენჯერ მიირთმევთ, ან რა რაოდენობით, არამედ ისიც თუ დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ. ასე რომ დილის საუზმე არ გამოტოვოთ თუ გინდათ, რომ ღიპი არ გქონდეთ…“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები