LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გვარჯალაძე: „მადლობა ჩემს გულს, რომ ამ ყველაფერს გაუძლო და არ გასკდა…“

2453
leno-da-giorgi-news

გიორგი გვარჯალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მცირე ხნის წინ გარდაცვლილი ქალიშვილის, ლენოს ერთ-ერთი ნახატი და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ლენოს ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა ან მშობლებს სხვა გზით დაეხმარა.

გთავაზობთ გიორგის პოსტს:

„მადლობა თემურ უგულავას და Stamba Hotel-ს საგამოფენო სივრცისთვის, Kharadze Gigi-ს ნახატების სკანირებისთვის, Tamuna Devdariani-ს და კომპანია ბიარტი/BiArt-ს ბეჭდვისთვის და ზედ გადაყოლისთვის, ჯაბა დიასამიძეს განათებისთვის, Leno Records-ის თანამშრომლებს Mariko Turmann Mikeladze-ს სიყვარულისთვის და პირადად ჩემი მარჯვენა ხელობისთვის, Gaga Vachnadze-ს მარცხენა ხელობისთვის, Achi Shengelia-ს და David Dvali-ს 3000 სტიკერის ხელით დაჭრისთვის Keti Gvarjaladze-სთან ერთად, რომელმაც ნახატები ციფრულად დაამუშავა, Tamara Natsarishvili-ს და Naniko Devidze-ს ორ დღიანი მუხლჩაუხრელი შრომისთვის, Tee Kupreishvili-ს, Karlo-ს, Anka Ivanishvili-ს, Elene Margvelashvili-ს გამოფენის დაშლა აწყობაში დახმარებისთვის, Lulu Kakhiani-ს რომ ირბინა ყველაფერზე და შეძლო გიგანტური სტრესის და უძილობის მიუხედავად, Nini Gvarjaladze-ს, ბოლომდე ღირსეულად რომ იდგა ჩვენს გვერდით,

Lenø-ს რომელმაც წინასწარ დახატა, იმღერა და დაუკრა, შემდეგ კი საიქიოდან მოხიბლა ყველა და ფულიც კი გამოიმუშავა.

ჩემს გულს, რომ ამ ყველაფერს გაუძლო და არ გასკდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g