LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გველესიანი: „ვამაყობ რომ ქართველი ვარ! რთულია გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები – მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით“

382
გიორგი გველესიანი

„ვამაყობ რომ ქართველი ვარ!“ – წერს სოციალურ პლატფორმა instagram-ზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი და საზოგადოებას გუშინ, ესპანეთთან გამართული მატჩისას მიღებულ შეგრძნებებს უზიარებს:

„რთულია გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთის მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს, რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შესძლო, თითქოს, ამ დაუღალავმა 33 წლიანი წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი.

გიორგი ქოჩორაშვილი: „არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, რომელიც არასდროს გვტოვებს მარტო, გერმანიაში, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდით.. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ყველა ძალა ჩვენამდე სრული სიზუსტით მოვიდა და ამან ყველა ეტაპზე გაგვაძლიერა“

ვისაც ოდესმე ვიცნობდი, ვისაც ოდესმე შევხევდრილვარ, ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთვამს, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე.
ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.

მეორეს მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხდით, რომელთა წინააღმდეგ „ბურთი მრგვალი“ არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.

ბუდუ ზივზივაძე: „ძალიან დიდი სიამაყე და ბედნიერება ვიგრძენი – 30 წლის ასაკში მომეცა საშუალება ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა“

გუშინ, EURO 2024-ის ფარგლებში ესპანეთთან გადამწყვეტი მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

თუმცა, ესეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ, წყნარად მშვიდად და ორგანიზებულად, ყველა მხრიდან შეტევებს, საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა.

„მადლობა!!! თქვენ ისტორია დაწერეთ. თქვენ დაგვიბრუნეთ იმედი და მოტივაცია!, თქვენ აალაპარაკეთ მთელი მსოფლიო“ – ეროვნულ ნაკრებს ქართველი ერი მადლობას უხდის

ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუმკაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ ისე როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!“ – წერს გიორგი გველესიანი.

„ვამაყობ ფეხბურთელებით… ამ მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ. გაკვეთილის მიღება წაგებისგანაც შეიძლება და მოგებისგანაც“ – ვილი სანიოლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g