ტელეკომპანია ”მაესტროდან” “საქმიანი დილასა” და “ბიზნეს-კონტაქტის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე გაათავისუფლეს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაცით, ისაკაძეს არხის გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან შესაბამისი შეტყობინება უკვე მიუვიდა.
მიზეზი, რის გამოც “საქმიანი დილასა” და “ბიზნეს-კონტაქტის” ხელმძღვანელი არხიდან გათავისუფლდა, ჯერ-ჯერობით, უცნობია.