LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კაკაურიძე: მომავალში ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს

121

მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“ლარის კურსის გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით. ვალუტის შემოდინება დამოკიდებულია ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმზე, რაც გვაქვს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წინა წელთან შედარებით. არც საგარეო ფაქტორები და არც ფუნდამენტური ეკონომიური ფაქტორები არ იწვევს ლარის კურსზე გავლენას. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის გათანაბრებული და შესაბამისად, არანაირი გავლენა არ აქვს ლარის კურსზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის მოლოდინების გამო, რაც მოკლევადიან პერიოდში ხშირად იწვევს კურსის მცირე მერყეობებს“, – განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ “მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები