მწერალი გიორგი კეკელიძე 25 თებერვლის, როგორც მრავალმხრივად მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის გმირობისა და ღალატის დღეც არის ერთდროულად:
„თუ არქივებს მოურიდებელი თვალით გადავფურცლავთ, აღმოვაჩენთ – 25 თებერვალი მრავალმხრივი თარიღია – დიდი გმირობის, რომელმაც მომავლის იმედი შეგვინარჩუნა, დიდი მარცხის, სისხლისა და იმედგაცრუების, რომელსაც ახლაც ვგლოვობთ და კიდევ დიდი ღალატის დღეც, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ვიხსენებთ – იმ ჯარს არათუ მოუძღოდა ქართველი, ეგებებოდა კიდეც. ამიტომაც, 25 თებერვალი მხოლოდ პოეტის და საინტერესო კაცის კარგი ლექსის ერთი სტრიქონის ერთჯერადად გახსენების არ უნდა იყოს.
და ეგებ მხოლოდ სიმბოლურ არა, პრაქტიკულ – აუცილებელ შეხსენების დღედ ვაქციოთ, რომ დამოუკიდებლობა ადამიანისთვის და სახელმწიფოსთვის უმთავრესი მოცემულობაა და ის, რის გამოც ჩვენმა წინაპრებმა თავი გასწირეს, ყოველდღიურ ჩვევად უნდა გვექცეს, რადგან დამოუკიდებლობა ბადებს თავისუფლებისკენ სწრაფვის შესაძლებლობას – ადამიანად ყოფნის უმთავრეს ნიშანს“.
ნათია ფანჯიკიძე: „უკრაინა ჩვენც გვიცავს ახლა, ისაა შემაკავებელი, რომ ჩვენც არ მოგვაკითხოს ხვალვე…“
ნიკოლოზ რაჭველი: „თვალწინ დამიდგა 2008 წელი, განცდებით, ფიქრებით, მოქმედებათა რიგით, ემოციებით…“