LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: „ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მხარი დაუჭირა საერთაშორისო ბიბლიოთეკათა ასოციაციიდან რუსეთის გარიცხვას…“

82
giorgikekelidze

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ბიბლიოთეკათა ასოციაციიდან რუსეთის გარიცხვას:

„ბუჩა – სისხლის კალო, რომლის მომკელსაც ეს არასდროს უნდა შევარჩინოთ. ვისაც, როგორც შეგვიძლია, ისე: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, უკრაინის ასოციაციის თხოვნით, მხარი დაუჭირა საერთაშორისო ბიბლიოთეკათა ასოციაციიდან რუსული ბიბლიოთეკების გარიცხვას, რომლებიც კრემლის პროპაგანდას ატარებენ. ჯერ უმცირესობაში ვართ, მაგრამ მთავარი მოქმედებაა. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!“

magti 5g