LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

62

„საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, 21 სექტემბერს გაერო გენერალური ასამბლეის 72- სესიაზე სიტყვით გამოვა,“ – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან.

მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად, ნიუ-იორკს 18-22 სექტემბერს ეწვევა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

პრემიერმინისტრი ასევე სიტყვით მიმართავს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიების მონაწილეებს, რომელზეც საქართველო OGP-ის თავმჯდომარეობას ერთი წლით საფრანგეთისგან გადმოიბარებს.

საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. OGP-ის მაღალი დონის ღონისძიება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართება.

გენერალურ ასამბლეაზე წელს 172 საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის ქვეყნებში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“.

ასამბლეის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მდგრად განვითარებასთან, კონფლიქტებთან, განიარაღებასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობაც.

პოპულალურები