ეს არის ტრაგიკული დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვერეს ხეობაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა, სადაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
”მოხდა ძალიან მძიმე სტიქიური უბედურება, რომელმაც შეიწირა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც შეეწირნენ, იყვნენ მაშველები, ვინც ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს და სიცოცხლე გაწირეს ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ ყველაზე მეტად ეს დღე დაამახსოვრდება საქართველოს, როგორც განსაკუთრებით ახალგაზრდობის უპრეცენდენტო კონსოლოდაციის დღე. ვფიქრობ, ჩვენს ერს გააჩნია ეს განსაკუთრებული თვისება, რომ ასეთ მომენტებში გაერთიანდეს და განსაკუთრებით უყვარდეთ ერთმანეთი ადამიანებს”, – განაცხადა პრემიერმა.