LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი:”ჩვენ აღვკვეთეთ დისკრიმინაცია”

97

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის შვიდწლიანი გეგმა ორიენტირებულია იმაზე, რომ დემოკრატიული ფასეულობები საზოგადოებამდე იყოს მიტანილი. “ჩვენ აღვკვეთეთ დისკრიმინაცია, რომელიც მიმართული იყო კანის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან რელიგიური შეხედულებების დისკრიმინაციისაკენ. ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ თავისუფლების გამოხატვა და მედიის თავისუფლება. მე ვიყავი ამაყი, როდესაც გავიგე, რომ Freedom House-მა და ჟურნალისტებმა საზღვრების გარეშე საქართველო დაასახელა ლიდერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველომ საგრძნობლად წინ წაიწია უკანასკნელი შეფასებების მხრივაც”, – განაცხადა  კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები