LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა კათოლიკეებს შობა მიულოცა

69

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შობას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

“შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.
მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა, ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას”-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის ტექსტში.

https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/posts/557129137965448

25 დეკემბერს კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის ეკლესიები, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, მაცხოვრის შობას დღესასწაულობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g