საკუთარი არჩევანი საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა, გიორგი კვირიკაშვილი საბურთალოს ოლქის 24-ე უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
„ხმა მივეცი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ მომავალს.“
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქეები საარჩევნი უბანზე საკუთარ სინდისთან მრტო დარჩებიან, არჩევანს „სწორედ ამ ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთებენ“.