LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამალაძეს უნდა მიეცეს საშუალება, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე – ფოთისა და ხობის ეპარქია

85

“საეკლესიო წესების თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე,” – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ 25 ივლისს, წმიდა სინოდის წევრებმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოინახულეს პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გასამართლებულია ე.წ. „ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით.
შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მღვდელმთავრებმა მიიღეს მის საქმესთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ გასათვალისწინებელი ინფორმაცია. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ. დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა,”- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g